როგორც “გურიის მოამბისთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ქვედა ბახვის საჯარო სკოლის დირექტორმა დ.გ- მ მისივე სკოლის მეშვიდე კლასელ მოსწავლეზე ფიზიკურად იძალადა.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმააცით, შემთხვევა 13 ოქტომბერს მოხდა.
მომხდარის შემდეგ დაზარალებულმა 112 დარეკა და პოლიციას მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ შეატყობინა.
როგორც ვიცით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა დირექტორს მოსწავლეები ძალადობაში ადანაშაულებენ. კონკრეტულად ამ ბავშვთან ეს უკვე მეორედ შეემთხვა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, დ. გ. ხელმძღვანელობს ქვედა ბახვში საარჩევნო შტაბს და ისინი არ გამორიცხავენ რომ სწორედ ამის გათვალისწინებით დააფარა ხელი პოლიციამ მოძალადე დირექტორს.
შ. ბ. ნაცემი მოსწავლის დედა: “მე ზუსტად არ ვიცი დეტალები, თუმცა ამასაც მოგახსენებთ, რომ მე მაგ სკოლის იმედად დავტოვე ჩემი შვილები.ბავშვი არის ცოტა თავნება მოაკლდა დედის ხელი, ამ აცხოვრებამ გამხადა უთვისტომო ქვეყნის მონა და ვაბრალი ჩემს გადახვეწილობას,ჩვენ ხომ იმ ქვეყნის შვილები ვართ სადაც დედა-შვილობა შეწყვიტეს და დედები სხვის მონებად გვაქციეს , რა გითხრათ ავტირდი, მაგრამ ეს ხომ დირექტრს არ ამართლებს. მაპატიეთ ბოდიშს გიხდით.”- გვითხრა დაზარალებული მოსწავლის დედამ.
„გურიის მოამბე“ დაზარალებული ბავშვის ვინაობას შეგნებულად არ ასახელებს. რაც შეეხება სკოლის დირექტორს, ჩვენ ვცდილობთ მასთან დაკავშირებას და მის განმარტებას აღნიშნულ საკითხზე მიღებისთანავე გავავრცელებთ.
მოკვლევას აწარმოებს ოზურგეთის პოლიცია, უკვე გამოკითხულია დ.გ რომელიც ასევე ქვედა ბახვის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია და გამოკითხული არიან ქვედა ბახვის სკოლის მოსწავლეები.