“ოზურგეთში მომხდარი ქურდობების უკან არასრულწლოვანები დგანან” – ქურდობის ამსახველი ვიდეო

წუსელ დაახლოებით 22 საათზა,  ხუთმა არასრულწლოვანმა, ქალაქ ოზურგეთში, გრიბოედოვის ქუჩაზე პარფიუმერიის მაღაზია გატეხა და შიგნით შეიჭრა,

ქურდებმა მაღაზიიდან სუნამოები, სხვადასხვა ნივთები და თანხა წაიღეს.

ფართის მეპატრონემ ხმაურზე პოლიცია გამოიძახა.

ადგილზე მისულმა პოლიციელებმა რამდენიმე არასწრულწლოვანი დააკავეს, თუმცა, როგორც დაზარალებულები გვეუბნებიან, პოლიციელებმა განუმარტეს, რომ ქურდები არასრულწლოვანები იყვნენ, აქედან გამომდინარე მათი დაკავების უფლება არ ჰქონდათ, პარალელურად ისინი სარგებლობდნენ სახელმწიფო პროგრამებით, და იმყოფებოდნენ მიმნდობი ოჯახების მეთვალყურეობის ქვეშ.

ქრისტი ორაგველიძე, ფართის მეპატრონე: ” გავიგონე ხმაური, დავრეკე 112 ში, მაშინვე მოვიდნენ, პოლიციელების მიმართ პრეტენზია არ მაქვს, დააკავეს ქყრდები, მაგრამ აღმოჩნდნენ სახელმწიფო სოციალური პროგრამაში ჩართულები, როგორც ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი და ირიცხებიან მიმნდობ ოჯახებში, ერთი ბორჯომიდანაა, მეორე ქობულეთიდან, მინიმუმ ხუთი იყო, დანარჩენები არ ვიცი, ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ალბათ საქმე გვაქვს ორგანიზებულ დანაშაულთან, რადგან კამერებში კარგად ჩანს, რომ მაღაზიის კარების გატეხვამდე ბავშვები მსუბუქი ავტომანქანით მოვიდნენ, მოვითხოვ პოლიციისაგან გაარკვიონ ვის ეკუთვნის ის მანქანა. ასევე მინდა მოვთხოვო სოციალურ სამსახურებს, რომ ასეთი ოჯახებს, ვინც მზაობას გამოთქვამს ჩაერთოს მართლაც ამ უმნიშვნელოვანეს პროგრამაში, უფრო მეტი ვალდებულებები დააკისრონ და კარგად შეარჩიონ”

ირაკლი თვალაბეიშვილი; მაღაზიის მეპატრონე: “წაიღეს სუნამოები, სხვადასხვა ნივთები, ერთი სალაროდან ორას ლარზე მეტი, მეორედან ზუსტად არ ვიცი, ეს პირველი შემთხვევა არაა და ასეთი ფაქტები ხშირია, ფაქტიურად ყველა პირობას გვიქმნიან რომ მაღაზია დავკეტოთ და უმუშევრები დავრჩეთ. ვფიქრობ ხელისუფლებამ რაღაც გამოსავალი უნდა იპოვოს, ყველა საზღვარგარეთ ხომ არ გავიქცევით, იცით ყველაზე მეტად რამ გამაკვირვა, როცა პოლიციამ ეს ბავშვები დააკავა, აქეთ დაგვცინოდნენ, სახის მიმიკებით და ხელებით  დამცინავ ჯესტიკულაციებს აკეთებდნენ, სულ არ ანაღვლებდათ რომ პოლიციმ ფაქტზე დააკავა, მაინც გამოგვიშვებენ ვერ დაგვსჯიანო გვეძახდნენ”

ოზურგეთის პოლიციაში მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ-“მიმართეთ პრეს ცენტრს” გვითხრეს გურიის პოლიციის დეპარტამენტში.

დაზარალებულები ეჭვობენ, რომ საქმე ორგანიზებულ დანაშაულთან გვაქვს-რადგან, დიდი ალბათობით, გარკვეულმა პირებმა იციან მოქმედი კანონმდებლობის შესახებ. რომლითაც არასწრულწლოვანები არ ისჯებიან და მათი ხელით ქურდავენ მაღაზიებსა და სხვადასხვა ობიექტებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share