“ოცნების” მიერ გამჭვირვალობის კანონის ხელახლა დაინიცირებას მწვავე პროტესტი უკვე მოყვა.
ცნობილი პიანისტი გიორგი გიგაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ “ქართული ოცნება” ხელიუფლებიდან გასასტუმრებელია.
“წუმპეში ვართ”- წერს გიორგი გიგაშვილი.
”რატომ უნდა გასდიოდეთ ამდენი და ასეთი გამწარება ხალხის, ანუ ტრიბუნიდან იმ მოტივით საუბარი, რომ აიიი, ახლა მე თქვენ გაჩვენებთ!!!
წინა წელს ხომ გავიწვიეთ უკან კანონი, ახლა ნახავთ თქვენ!!!
არჩევნებით თუ არ გადავაგდეთ, ოღონდ მართლა – გადავაგდეთ – ესენი, მართლა გაუგონარ წუმპეში ვართ.
ცნობისთის, პიანისტმა გიორგი გიგაშვილმა დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერში Terrence Judd-Hallé ჯილდო გადაეცა.
პრემია ყოველ წელს ერთ პიანისტს გადაეცემა, 2024/25 წლის გამარჯვებული კი სწორედ ქართველი პიანისტი გახდა.