ბანკებმა მოქალაქეებს მთავრობის ფულადი დახმარება, სესხებში თვითნებურად გაუქვითეს

პანდემიის გამო მოქალაქეებისთვის დაწესებული ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 ლარი ბანკებმა სესხებში გაქვითა – ამის შესახებ ინფორმაციას “ადამიანის უფლებათა ცენტრი” ავრცელებს. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ბანკის ვალი აქვს და უმრავლესობა ამ ვალს ვერ იხდის, მათთვის ჩარიცხული ფულადი დახმარება სესხის გაქვითვის გამო ვერ მიიღეს:

“დადგენილებაში არის მითითებული, რომ არ შეიძლება, დაუშვებელი ამ 200-ლარიანი კომპენსაციას შეეხოს ყადაღა და ნებისმიერი ვალდებულება გაიქვითოს, ამიტომ ეს თანხები დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდეს. ჩვენ რა თქმა უნდა, დავეხმარებით ამ ადამიანებს, რომ თუ არ დაბრუნდება, ან მომავალ თვეებში შეექმნებათ პრობელმა, მოვითხოვოთ ამ თანხების დაბრუნება”, – განაცხადა “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტმა, ეკა ლომიძემ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share