თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტის ფორმას ცვლის და აცხადებს, რომ აპირებენ დარჩნენ თსუ-ის კორპუსში იქამდე, სადამდეც საჭირო იქნება.
ეს განცხადება დღეს უნივერსიტეტის შენობაში წაიკითხეს და სხვა უნივერისტეტის სტუდენტებსაც მოუწოდეს, შეუერთდნენ პროტესტის ამგვარ ფორმას.
სტუდენტები ასევე მოუწოდებენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და რექტორს, დააფიქსირონ პოზიცია არსებულ ვითარებაზე.
“ჩვენი თანაკურსელები გისოსებს მიღმა ჩვენი ბრძოლისთვის არიან და ამ დროს სემინარებსა და ლექციებზე ფიქრი სრულიად დაუშვებელია. მეტიც, ეს მიღებული ცოდნაც კი ამაო იქნება, ვინაიდან საქართველოს დიპლომი კარგავს აღიარებას საზღვრების გარეთ და ჩვენ ვრჩებით სრულ იზოლაციაში. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, სანამ ჩვენს თანამებრძოლებს არ მოვუპოვებთ თავისუფლებას და სანამ საქართველოს კურსს არ დავაბრუნებთ ევროატლანტიკურ გზაზე.
ჩვენი აქ შეკრების მიზეზი კი ერთია – რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიას ვცვლით, თუ აქამდე სტუდენტები ვიდექით რუსთაველზე და იქიდან ვიძახით ჩვენს სათქმელს, ახლა ვიქნებით სასწავლო კერაში – უნივერსიტეტში და დავრჩებით იქამდე, სადამდეც საჭირო იქნება. სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებსაც მოვუწოდებთ იმავეს, შემოუერთდნენ თსუ-ისა დ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტის ამგვარ ფორმას”- აცხადებენ ისინი.