გურიის მოამბე

ხო, რაღაც ინციდენტი მოხდა, ქართველები ვართ – თავმოყვარე ერი – ზარქუა

”მეგობრებო, მოგესალმებით. მე მინდა, დამდეგი ახალი წელი მოგილოცოთ ჩემს საქართველოს, ჩემს მაგარ ხალხს, სამარგალოს განსაკუთრებით, დიდი სიყვარულით!

ხო, რაღაც ინციდენტი მოხდა. არ არის ეს რამე საამაყაო, უბრალოდ ერთი უნდა ვიცოდეთ ყველამ, ქართველები ვართ – თავმოყვარე ერი, როდესაც ჩემს ოჯახს, ჩემს ახლობლებს ეხებიან, ყოველთვის პასუხი გვექნება და ასე გავცემთ ყოველთვის პასუხს. ეს არის და ეს”-

თქვა ირაკლი ზარქუამ მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში.

დღეს დეპუტატები ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს აბუ დაბიში ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფიზიკური დაპირისპირების ვიდეოები გაბიტაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share