ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი 158-ე სათეატრო სეზონს სპექტაკლით – „იფიგენია ავლისში“ – ხსნის!
ეს სპექტაკლი ავლენს ქალის ისტორიას, რომელმაც მსხვერპლის გზიდან თავისუფლებისკენ სვლა არჩია.
სპექტაკლი – რომელიც გვახსენებს, რომ ძალაუფლებასა და მორჩილებას – მხოლოდ გონიერება, სიმამაცე და სიყვარული ამარცხებს.
“13 სექტემბერი, 19:00 საათი „იფიგენია ავლისში“

ოზურგეთისა და ზუგდიდის თეატრების კოპროდუქცია, რეჟისორ გიორგი კაშიას ხედვით, ავლენს ქალის ისტორიას, რომელმაც მსხვერპლის გზიდან თავისუფლებისკენ სვლა არჩია. ეს არის დრამა, რომელიც ეხება დევნილობას, იდენტობას, ტრადიციების წინააღმდეგ ბრძოლას და პიროვნულ არჩევანს — თემებს, რომლებიც დღეს განსაკუთრებით აქტუალურია.
„იფიგენია ავლისში“ გვახსენებს, რომ ძალაუფლებასა და მორჩილებას მხოლოდ გონიერება, სიმამაცე და სიყვარული ამარცხებს.
რეჟისორი – გიორგი კაშია

ტექსტის ადაპტაცია – ვალერი ოთხოზორია, გიორგი კაშია
მხატვარი – ლომგულ მურუსიძე
კოსტუმების მხატვარი – ქეთი ციციშვილი
მუსიკა – ირაკლი სიქტურაშვილი, გიორგი ჯღარკავა
ტექნიკური რეჟისორი – ეკატერინე ანთია”
ნათქვამია ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.