როგორია იდუმალი ბოშების რეალური ცხოვრება, კულტურა და ტრადიციები

ბო­შე­ბი ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და კულ­ტუ­რის მქო­ნე ერია. თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ისი­ნი არი­ან მი­მო­ფან­ტუ­ლი, თა­ვი­სე­ბუ­რი, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში შეც­ვლილ-შერ­ბი­ლე­ბუ­ლი ათა­დე­ბი აქვთ, თუმ­ცა “ბა­რო­ნი” ანუ უფ­რო­სი ყველ­გან ჰყავთ. მას ყვე­ლა ემორ­ჩი­ლე­ბა. ის წყვეტს შიდა, ხში­რად ოჯა­ხურ კონ­ფლიქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­საც კი. მათ აქვთ სა­კუ­თა­რი კა­ნო­ნი, რო­მელ­საც თით­ქმის ყო­ველ­თვის ემორ­ჩი­ლე­ბი­ან, ცხოვ­რო­ბენ კომ­პაქ­ტუ­რად და გახ­სნი­ლად… იშ­ვი­ა­თად ქორ­წინ­დე­ბი­ან სხვა ერის წარ­მო­მად­გე­ნელ­ზე და თუ ვინ­მე ამას გა­ა­კე­თებს, სხვებს მის­გან თავი შორს უჭი­რავთ, რად­გან და­ნარ­ჩენ კა­ცობ­რი­ო­ბას “თა­ვი­ა­სი­ა­ნე­ბად” და “უცხო­ე­ბად” ყო­ფენ…

თი­თოს ძა­ლი­ან ბევ­რი, 10-მდე ან უფრო 

მეტი შვი­ლი ჰყავს. უმე­ტე­სო­ბას მუ­სი­კის ნიჭი აქვს – გი­ტა­რა­ზე, გარ­მონ­ზე, ვი­ო­ლი­ნო­სა და სხვა მუ­სი­კა­ლურ ინ­სტრუ­მენ­ტებ­ზე დაკ­ვრის ნიჭი. ზოგი მათ­გა­ნი ძა­ლი­ან გახ­სნი­ლია, ზო­გიც უცხოს კარს არ გა­უ­ღებს, ან თუ გა­უ­ღებს, ისე უმას­პინ­ძლებს, რომ ზედ­მეტ კი­თხვას არ და­უს­ვამს… ისი­ნი თა­ვი­ანთ თავს “რო­მა­საც” უწო­დე­ბენ, ზო­გი­ერ­თე­ბი კი “სინ­ტი­თას”. კი­დევ ერთი კა­ტე­გო­რი­აა “გაჯი”, თუმ­ცა ბო­შებ­ში ისი­ნი ყვე­ლა­ზე და­ბალ ჯგუ­ფად აღიქ­მე­ბი­ან.

არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბით, ისი­ნი წარ­მო­შო­ბით ინ­დო­ე­თი­დან არი­ან და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იქი­დან და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ო­ში რამ­დე­ნი­მე ათასწლე­უ­ლი წლის წინ გა­ი­ფანტნენ, ბევრ მათ­განს დღე­საც ეს­მის ჰინ­დის ენა… ბევ­რს ისი­ნი ღა­რი­ბე­ბი ჰგო­ნია, რაც სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. მარ­თა­ლია არი­ან ასე­თე­ბიც, თუმ­ცა მათ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი მდი­და­რია.
bbc.com-ის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, მათ ყვე­ლას­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი ყო­ფი­თი ტრა­დი­ცი­ე­ბი აქვთ – ქორ­წი­ლი, გას­ვე­ნე­ბა, ფუ­ლის შოვ­ნის გზე­ბი… ზოგი მკი­თხა­ო­ბით ირ­ჩენს თავს, ზოგი – ვაჭ­რო­ბით, ზო­გიც – ქურ­დობს, თუმ­ცა ერ­თმა­ნეთს არას­დროს პა­რა­ვენ.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ყვე­ლა­ზე მეტი ბოშა რუ­მი­ნეთ­ში, ბულ­გა­რეთ­სა და სერ­ბეთ­შია. იმ ქვე­ყა­ნა­ში ჩას­ვლი­სას, ტაქ­სის მძღო­ლი პირ­და­პირ გაფრ­თხი­ლებს, რომ პი­რად ნივ­თებს თვა­ლი არ მო­ა­ცი­ლო, რად­გან გარ­შე­მო ბო­შე­ბი არი­ან და მათ პო­ლი­ცი­აც ვერ აკონ­ტრო­ლებს.
ტრა­დი­ცი­ი­ის მი­ხედ­ვით რამ­დე­ნი­მე ოჯა­ხი ერ­თად ცხოვ­რობს. მათ სხვა ოჯა­ხი არას­დროს უერ­თდე­ბა და არც არას­დროს ერე­ვი­ან სხვა ოჯა­ხის “სა­ში­ნაო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში”.

რე­ლი­გია და ტრა­დი­ცი­ე­ბი
სხვა­დას­ხვა ცნო­ბე­ბით, ისი­ნი ქრის­ტი­ა­ნე­ბი არი­ან, ევ­რო­პა­ში მცხოვ­რე­ბი კა­თო­ლი­კე ქრის­ტი­ა­ნე­ბი, თუმ­ცა ბო­შებ­ში სხვა რე­ლი­გი­ის მიმ­დევ­რებ­საც შეხ­ვდე­ბით. ყვე­ლა რე­ლი­გი­ას ისი­ნი თა­ვი­სე­ბუ­რად “ირ­გებ­დნენ”. წლე­ბის წინ, თურ­ქეთ­ში მცხოვ­რე­ბი ბო­შე­ბი ად­გი­ლობ­რივ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ფულ­საც კი უხ­დიდ­ნენ, რომ მათ­თვის ქრის­ტი­ა­ნო­ბა არ წა­ერ­თმი­ათ. ამი­ტომ, ბევრ მოგ­ზა­ურს ძა­ლი­ან უკ­ვირ­და, რომ ისი­ნი ოქ­როს ჯვრებს ატა­რებ­დნენ…
ბო­შე­ბის წმი­და ტრა­დი­ცი­ის თა­ნახ­მად, ისი­ნი არას­დროს კლა­ვენ ერ­თმა­ნეთს. ეს წესი ინ­დო­ეთ­ში ცხოვ­რე­ბი­დან მო­დის. ბო­შებს სწამთ, რომ მკვლე­ლო­ბა კარ­მას აზი­ა­ნებს, რო­მე­ლიც მკვლე­ლის ოჯახს თა­ო­ბი­დან თა­ო­ბა­ზე გა­და­ე­ცე­მა და შე­საძ­ლოა, ეს ას წელ­ზე მეტ­ხანს გაგ­რძელ­დეს… შე­სა­ბა­მი­სად, ისი­ნი ერ­თმა­ნე­თის მი­მართ ძა­ლი­ან მშვი­დო­ბი­ა­ნი ხალ­ხია.

ისი­ნი გარ­დაც­ვლილ ადა­მი­ანს იმა­ვე ტან­საც­მლით მარ­ხა­ვენ, რო­მე­ლიც სიკ­ვდი­ლის დროს ეცვა. მი­წას ერთი პა­ტა­რა ოთა­ხის ზო­მა­ზე თხრი­ან, მას აგუ­რე­ბით ამო­ა­შე­ნე­ბენ, ზოგ­ჯერ ხე­ლით თხრი­ან, ხან კი ექ­სკა­ვა­ტო­რით, შემ­დეგ კი უამ­რავ ნივთს აყო­ლე­ბენ. იმის მი­ხედ­ვით, თუ რისი სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს ოჯახს.ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რომ კომ­პი­უ­ტე­რი ჩა­უ­ტა­ნე­ბი­ათ, ჯი­პიც და ოქ­როც. ად­რე­ულ წლებ­ში, ისი­ნი ცხენს აყო­ლებ­დნენ.

გა­ნათ­ლე­ბა
სუფ­თა სის­ხლის ბოშა არას­დროს აბა­რებს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ის ცეკ­ვავს, მღე­რის, უკ­რავს, და­დის სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში და თვით­გა­ნათ­ლე­ბუ­ლია. ეს მათი წი­ნაპ­რე­ბის ტრა­დი­ცი­აა, რო­მელ­საც პირ­წმინ­დად მიჰ­ყვე­ბი­ან… ადრე ისი­ნი ცხე­ნე­ბით მოგ­ზა­უ­რობ­დნენ. ახლა, XXI სა­უ­კუ­ნე­ში, ამის­თვის ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი ჰყავთ. მეტ-ნაკ­ლე­ბად იცი­ან იმ ქვეყ­ნის ენა, სა­დაც ცხოვ­რო­ბენ ან გარ­კვე­უ­ლი დრო­ით უწევთ ცხოვ­რე­ბა.

ბო­შე­ბი ჰი­გი­ე­ნის მი­მართ მა­ინ­ცდა­მა­ინც “მგრძნო­ბი­ა­რე­ე­ბი” არ არი­ან, ამი­ტო­მაც არც ბავ­შვე­ბის მოვ­ლით იწუ­ხე­ბენ თავს. “ჭუ­ჭყი­ა­ნი ბავ­შვი – ბედ­ნი­ე­რი ბავ­შვი!” – ასე­თია მათი გა­მოთ­ქმა. ბავ­შვებს, რო­გორც წესი, არა­ფერს უკ­რძა­ლა­ვენ, ამი­ტო­მაც არის ალ­ბათ, ბევ­რს უნა­ხავს რო­გორ თა­მა­მად იქ­ცე­ვი­ან ისი­ნი მეტ­რო­სა და სხვა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის თუ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ. ბავ­შვად კი ისი­ნი 11-12 წლამ­დე ით­ვლე­ბი­ან.

ზოგ მათ­განს მარ­თლაც აქვს ადა­მი­ა­ნის წარ­სუ­ლი­სა და მო­მავ­ლის და­ნახ­ვის უნა­რი, თუმ­ცა მკი­თხა­ო­ბის ნიჭ­ზე თავს ყვე­ლა დებს, რო­მელ­საც შემ­დეგ შე­მო­სავ­ლის წყა­როდ იყე­ნე­ბენ. ზოგი მი­იჩ­ნევს, რომ მათ ადა­მი­ა­ნე­ბის “და­ჰიპ­ნო­ზე­ბა” შე­უძ­ლი­ათ, რაც გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლია. ისი­ნი ადა­მი­ა­ნის ფსი­ქო­ლო­გი­ა­ზე გავ­ლე­ნას თა­ვი­ან­თი უც­ნა­უ­რი ქმე­დე­ბე­ბით ახ­დე­ნენ და ამით სარ­გებ­ლო­ბენ, რად­გან ბო­შე­ბის მი­მართ ბევ­რს აქვს უც­ნა­უ­რი, ქვეც­ნო­ბი­ე­რი შიში.

ქორ­წი­ნე­ბა
გო­გო­ნებ­სა და ვა­ჟებს ისი­ნი ჯერ კი­დევ აკ­ვნის ასა­კი­დან ნიშ­ნა­ვენ. თუ ერთ ოჯახ­ში ბიჭი და­ი­ბა­დე­ბა, მე­ო­რე­ში კი გოგო, მშობ­ლებს შო­რის ფი­ნან­სუ­რი გა­რი­გე­ბა ხდე­ბა, ბი­ჭის ოჯა­ხი ევ­რო­სა და დო­ლარ­ში საკ­მა­ოდ დიდ თან­ხად ყი­დუ­ლობს. ეს ვაჭ­რო­ბა თით­ქმის ორი კვი­რა გრძელ­დე­ბა, ვიდ­რე მი­სა­ღებ თან­ხა­ზე არ მო­რიგ­დე­ბი­ან და თით­ქმის თვე­ე­ბის სა­პა­ტარ­ძლო არ და­ი­ნიშ­ნე­ბა. გო­გო­ნე­ბი 14-15 წლის ასაკ­ში თხოვ­დე­ბი­ან და გა­თხო­ვე­ბის შემ­დეგ შარ­ვლის ჩაც­მის უფ­ლე­ბა არ აქვთ, მა­ნამ­დე კი შე­უძ­ლი­ათ, ნე­ბის­მი­ე­რი თა­ნა­მედ­რო­ვე სა­მო­სი მო­ირ­გონ. ჭრე­ლი და ნა­თე­ლი ფე­რე­ბი, ბევ­რი სამ­კა­უ­ლი, მათი არ­ჩე­ვა­ნია…

გო­გო­ნა აუ­ცი­ლებ­ლად ქა­ლიშ­ვი­ლი უნდა იყოს. სხვა შემ­თხვე­ვა­ში ის ოჯახს შე­არ­ცხვენს და ყვე­ლა­ფე­რი ცუ­დად დამ­თავ­რდე­ბა. ჯიუტ გო­გო­ნას არ კლა­ვენ, თუმ­ცა, ის მთელ დარ­ჩე­ნილ ცხოვ­რე­ბას მარ­ტო­ო­ბა­ში ატა­რებს… ზო­გა­დად, ქალი აუ­ცი­ლებ­ლად ქმრის მორ­ჩი­ლი უნდა იყოს, ქმრის ზე­წო­ლის შემ­თხვე­ვა­შიც მას უკან დაბ­რუ­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ აქვს. გო­გო­ნე­ბი ყო­ველ­თვის რი­გი­თო­ბის მი­ხედ­ვით თხოვ­დე­ბი­ან, ანუ უმ­ცრო­სი ვერ გა­თხოვ­დე­ბა, თუ უფ­რო­სი ჯე­რაც გა­სა­თხო­ვა­რია…
bbc.com-ის ცნო­ბით, იქ ქორ­წი­ნე­ბის ასა­კი მა­ინ­ცდა­მა­ინც გან­სა­ზღვრუ­ლი არ არის, რად­გან არი­ან 13 წლის ბოშა დე­დე­ბიც და 15 წლის მა­მე­ბიც. ზო­გი­ერ­თი ოჯა­ხი 11 წლის გო­გო­ნა­საც ათხო­ვებს… ცნო­ბის­თვის, არ არ­სე­ბობს შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ბოშა ქალი მსუ­ბუ­ქი ყო­ფაქ­ცე­ვის არის. გან­ქორ­წი­ნე­ბე­ბი თით­ქმის არ არის, თუმ­ცა, არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ისი­ნი ქმრის ოჯა­ხი­დან გარ­ბი­ან, თუმ­ცა ამ ნა­ბი­ჯის შემ­დეგ, მას არც ერთი ბოშა არ იღებს. ამი­ტომ მან თავ­შე­სა­ფა­რი სხვა­გან, სხვა ტომ­ში უნდა ეძე­ბოს…

“ამ ბოლო დროს ხში­რად მათ ეკ­ლე­სი­ებ­ში იფა­რე­ბენ და ბო­შე­ბი მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში მშვიდ­დე­ბი­ან, რო­დე­საც იგე­ბენ, რომ მათი გო­გო­ნა რო­მე­ლი­მე მო­ძღვრის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ არის… ეს ნა­ბი­ჯი მათ­თვის ძა­ლი­ან და­მამ­ცი­რე­ბე­ლია”- წერს გა­მო­ცე­მის კო­რეს­პონ­დენ­ტი, რომ­ლებ­მაც ბო­შებ­თან იმოგ­ზა­უ­რა.

რაც შე­ე­ხე­ბა ეროვ­ნულ სამ­ზა­რე­უ­ლოს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ბო­შუ­რი კერ­ძი არ აქვთ, მხო­ლოდ სამ­კუ­თხე­დის ფორ­მის პილ­მე­ნებს ამ­ზა­დე­ბენ, ძი­რი­თა­დად კი, სხვე­ბის მსგავ­სად იკ­ვე­ბე­ბი­ან. თუმ­ცა, აქა-იქ მა­ინც შე­მორ­ჩე­ნი­ლია წვნი­ა­ნი კერ­ძე­ბი, რო­მე­ლიც კიტ­რით, სტა­ფი­ლო­თი და ზე­თის­ხი­ლით მზად­დე­ბა. ძა­ლი­ან უყ­ვართ ჩაი და ხილი.
ambebi.ge
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share