ერთთვიანი მუშაობის შემდეგ კოტე ანანიაშვილმა მთავრობის ადმინისტრაცია დატოვა.
გიორგი გახარაიამ ანანიაშვილი აჭარის პოლიციიდან 9 თებერვალს გადმოიყვანა და რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის უფროსად დაინიშნა.
მისი თქმით, განცხადება მან თავისი ნებით დაწერა.
დღეს, 10 მარტს ირაკლი ღარიბაშვილმა მისი შემცვლელი უკვე დანიშნა – რეგიონულ პოლიტიკას ლერი ბარნაბიშვილი უხელმძღვანელებს.
განხორციელდა სხვა ცვლილებებიც: მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა.
შსს-დან მთავრობის ადმინისტრაციაში გადაინაცვლა ნინო გიორგობიანმა – ის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს უხელმძღვანელებს.