პოლიტიკურ რუკებზე (იქნება ეს ინგლისუად, ფრანგულად, იტალიურად, რუსულად, თუ ესპანურად) ქვეყნების უმრავლესობის სახელი, იმ სახელს არ ემთხვევა, რომლითაც ადგილობრივები საკუთარ ქვეყანას ეძახიან.
რეალურად, ადამიანების უმრავლესობა განსაკუთრებულ ყურადღებას არც აქცევს ტოპნიმების სწორედ წარმოთქმას. მაგ., ჩვენ დღემდე, ცეილონის ჩაის ვყიდულობთ. თუმცა, კუნძულს და ქვეყანას, სადაც ეს ჩაი მოდის, შრი–ლანკა ჰქვია. მიანმარის კი, ისევ ბირმას ვეძახით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ სახელი 1989 წელს შეიცვალა… და მსგავსი ფაქტი ძალიან ბევრია. ამდენად, ზოგიერთი ქვეყნის ნამდვილი სახელის გაგება, ალბათ, ყველასთვის საინტერესო იქნება.
აქ მსოფლიოს 10 ქვეყანას წარმოგიდგენთ, რომლის ნამდვილ და საყოველთაოდ მიღებულ სახელებს შორის, განსხვავება კარდინალურია:
დოიჩლანდი (გერმანია)
ელადა (საბერძნეთი)
ელ–მაღრიბი (მაროკო)
აიასტანა (სომხეთი)
ნიპონი (იაპონია)
კალაალიტი ნუნაატი (გრენლანდია)
შეერთებული სამეფო (დიდი ბრიტანეთი)
ნიდერლანდები (ჰოლანდია)
ხოსონი და ჰანგუკი (ჩრდ. და სამხ. კორეა)
აოტეაროა (ახალი ზელანდია)
მიანმარი (ბირმა)
P. S. ამ მხრივ გამონაკლისს, არც საქართველო წარმოადგენს. მსოფლიოს ერთი ნაწილი ჩვენს ქვეყანას ჯორჯიას სახელით იცნობენ, ხოლო მეორესთვის, ის გრუზიაა.
«Georgia», სავარაუდოდ, წმ. გიორგის სახელს უკავშირდება, რომელიც საქართველოს მფარველია და შუა საუკუნეებში, ქვეყანაში მისი სახელობის 365 ეკლესია იყო.
რაც შეეხება, რუსულში და ზოგიერთ სხვა ენაში დამკვიდრებულ სახელს — «Грузия», სავარაუდოდ, გამოთქმა არაბულ–სპარსულ წყაროებში ნახსენებ «გურჯანს» (გურჯისტანი — «მგლების ქვეყანა»), ან «გურზანს» უკავშირდება.
http://intermedia.ge