საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 4.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.2% შეადგინა, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის მარტში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.9% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.6%-ით განისაზღვრა.
წლიური ინფლაცის დონე საქართველოში:
ჯგუფებიდან, რომლებიც წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითად გავლენას ახდენს, წინა წელთან შედარებით, ფასები 1-ის გარდა, ყველაში გაზრდილია.
წინა წელთან შედარებით, ჯანმრთელობის დაცვა 13.6%-ით გაძვირდა, რაც 1.03 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (21.3%-ით) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (12%-ით) ქვეჯგუფებზე.