დუმილი
მამაჩემი იტყოდა ხოლმე,
„გამორჩეული ადამიანები არასოდეს სტუმრობენ ვინმეს დიდი ხნით,
არ სჭირდებათ ჩვენება ლონგფელოს საფლავის,
არც ჰარვარდის მინის ყვავილების.
თვითკმარნი, როგორც კატა,
თავის ალაფს რომ დაიმარტოვებს,
პირში გაჩრილი თაგვის კუდით –
ფეხსაცმელის ზონარივით –
ისინი ზოგჯერ ნეტარებენ მარტოობაში,
და შეიძლება სიტყვებისგან განიძარცვონ, იმ სიტყვებისგან,
მათ მიმართ რომ აღტაცებას გამოხატავენ.
ყველაზე ღრმა გრძნობა ყოველთვის დუმილში ვლინდება,
თუ არა დუმილში, თავდაჭერაში“.
– მერიენ მური
თარგმანი: ეფემია ჭავჭანიძე