ნიკა გვარამია: “არსად წასვლას არ ვაპირებ, სულელურ მდგომარეობაში ნუ ჩაიგდებთ თავს”

“მეგობრებო, ყველას რომ ცალცალკე არ გავცე პასუხი, აქ დავწერ:

იმას რომ თავი დავანებოთ, რომ სრული აბსურდია, არსად წასვლას არ ვაპირებ და თან ეს ინფორმაცია ცალსახად გამიზნულია ჩვენი არხის შიგნით არაჯანსაღი გარემოს შექმნისთვის, მინდა დავამშვიდო ყველა – მტერიც და მოყვარეც – სუფთა ტექნიკურადაც წილების კომპოზიციის და წესდების გათვალისწინებით, ჩემი გათავისუფლება ჩემივე თანხმობის გარეშე, შეუძლებელია

ასე რომ, ტყუილად სულელურ მდგომარეობაში ნუ ჩაიგდებთ ნურც საკუთარ თავს და ნურც სხვას ჩააგდებთ უხერხულ მდგომარეობაში”

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას “ფეისბუქით” ეხმაურება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share