დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 901 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 57 753-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 799 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 42 572-მდე გაიზარდა. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 34 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 14 ადამიანი, აჭარაში – 7, იმერეთში – 8, შიდა ქართლში – 3, ქვემო ქართლში – 1, ხოლო კახეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 475 გარდაცვალების შემთხვევა. დღეს გამოვლენილი 2 901 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 060 შემთხვევა, აჭარაში – 461, იმერეთში – 340, ქვემო ქართლში – 181, შიდა ქართლში – 199, გურიაში – 68, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 369, კახეთში – 94, მცხეთა-მთიანეთში – 78, სამცხე-ჯავახეთში – 45, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 6. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 14 680. 4 691 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 316, აჭარაში – 740. მძიმე პაციენტი გვყავს 641, მათ შორის, თბილისში – 332, აჭარაში – 102. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 322 პირი, მათ შორის, თბილისში – 160, აჭარაში – 92. 2 879 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 449 – აჭარაში, ხოლო 971 – თბილისში. 7 110 პირი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 964 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 683, აჭარაში-1 296. სულ 6 ოქტომბრიდან – 7 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 13 227 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 37 324 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 5 326 პირი, აჭარაში – 16 226, იმერეთში – 4 305.