Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1075 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1075 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1050 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 22 ივლისს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1191 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6787 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.

.bpn.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share