კრამერი: “პრემიერ-მინისტრი უნდა წავიდეს, თუ საქართველოს დემოკრატიულ გზაზე დაბრუნების იმედი აქვს”

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში, დევიდ კრამერმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

კრამერის თქმით, მიზნობრივი სანქციების დაწესების დროა.

“ქართული ოცნება” სიტუაციას მასხრად იგდებს. წარსულში ოპოზიციის ნაწილობრივი დადანაშაულება და იმის თქმა შეიძლებოდა, რომ ისინი პარლამენტში უნდა შესულიყვნენ. ახლა, ეს კრიზისი მთლიანად პრემიერ-მინისტრის, “ქართული ოცნებისა” და ბატონი ივანიშვილის ბრალია. პრემიერ-მინისტრი უნდა წავიდეს, თუ საქართველოს დემოკრატიულ გზაზე დაბრუნების იმედი აქვს. “ევროკავშირი” თავს შეურაცხყოფილად უნდა გრძნობდეს, რომ მან “ქართულ ოცნებასთან” მოლაპარაკებებზე დრო დაკარგა. მიზნობრივი სანქციების დაწესების დროა, რათა “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობამ იცოდეს, რომ ყველაფერს აქვს საზღვარი”, – აღნიშნა დევიდ კრამერმა „ინტერპრესნიუსთან“.

წყარო

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share