“პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაითრია ხელშეკრულების წინააღმდეგ ბრძოლაში”

„ასევე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები, ნებსით თუ უნებლიეთ, მოახერხა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ჩაითრია ამ ხელშეკრულების წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც ძალიან ცუდია. ხელშეკრულება გაფორმებული იყო იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი რეფორმები გატარებულიყო, რომელიც იქნა დაანონსებული, თუმცა მიუხედავად შეთანხმების გაუქმებისა, ამას ბოლომდე მივიყვანთ და გავაკეთებთ, რადგან სიტყვა გვქონდა ნათქვამი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მთავარი ამ შეთანხმების შინაარსი იყო, რომ დასრულებულიყო პოლარიზება, გადავსულიყავით ნორმალურ, ცივილურ ურთიერთობაში. შეთანხმება არის იმისა, რომ ერთი მხარეც ეთანხმებოდეს და მეორეც, ცალმხრივი არაფერი არ ვარგა ამ ქვეყანაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share