ირაკლი ღარიბაშვილი საბჭოეთს მისტირის და ამბობს, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში, “ჩვენივე ხელით დავანგრიეთ” “აწყობილი ქვეყანა”
“ჩვენ გვქონია და გვაქვს სერიოზული წინსვლა, პროგრესი ყველა მიმართულებით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ვინაიდან, ჩვენი ქვეყანა, ვთქვათ ხალხნო, ყველანი ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში და ვიცით რა ხდება, რა გზა გავიარეთ ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენივე ხელით დავანგრიეთ ჩვენი ქვეყანა, საათივით აწყობილი, გამართული, ქარხნები, ფაბრიკები, საწარმოები, ყველაფერი დავშალეთ, დავანგრიეთ და ამას გარდა, ის განუკითხაობა, რაც ქვეყანაში სუფევდა, ესეც ჩვენი დამსახურებაა, ხალხის კი არა, პოლიტიკოსების, იმ უპასუხისმგებლო, უგუნური პოლიტიკოსების, რომლებიც მოდიან გარკვეული ვადით და ტოვებენ ძალიან მძიმე მემკვიდრეობას ჩვენი მოსახლეობისთვის, მომავალი თაობისთვის. ეს არის დიდი გამოწვევა და ამისგან უნდა დავაზღვიოთ ჩვენი თავი, ჩვენი შვილები, ხალხი და ქვეყანა.” – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი ყვარელში, მერობის კანდიდატის წარდგენისას.