ნიკოდიმ კონდაკოვის ნაშრომებიდან – „ზოგიერთი ქართული ეკესიისა და მონასტრის სიძველეების აღწერიდან“ (გამოცემული 1890 წელს) და ამავე მეცნიერი მიერ 1892 წელს გამოცემულ – „ბიზანტიური ემალის ძეგლები და ისტორია“-ში არის ინფორმაცია შემოქმედის მონასტერში დაცული ტიხრული მინანქრის ხატის შესახებ. ხსენებული წიგნი პროფესორმა ნიკოდიმ კონდაკოვმა მიუძღვნა მინანქრის ცნობილ კოლექციონერს ალექსანდრე ზვენიგოროდსკის, რომელის კოლექციაშიც მოხვდა ჯუმათის მინანქრებიდან სამი მედალიონი.
„გურიის შემოქმედის მონასტრის სიძველეთა შორის არის დაშლასა და დატაცებას გადარჩენილი ბიზანტიური ემალის უძვირფასესი ქმნილება. ხატი ჩასმულია არც თუ ისე დიდ ვერცხლის სამმაგ ფენაში (0.29 მ. სიმაღლის და 0.14 მ. სიგანის), რომელიც ხატზე უფრო გვიანაა შექმნილი და მორთულია უხეში ორნამენტიკით, შიგნითა მხრიდან გვერდებზე ბუდეებში ჩასმულია ქვები, ოქროს სამაგრები ფურიზისა და ლალის ნაპეწკლებით.
ჩვენს წინაშეა ძელი ბიზანტიური დასაკიდი ხატის ნაწილი, შესაძლებელია ესაა შუა ნაწილი, რომელიც გაკეთებულია მცირე იკონასტასის სახით მეტალის ფირფიტაზე. უკანა მხრიდან იგი დაფარულია მოოქროვილი ვერცხლის ფირფიტით, რომელის კიდეებზეც არის XI-XII საუკუნის ორნამენტალური ჭედურობა, გამოსახულია „ჯვარი ცხოველი“, რომლის ქვემოთ არის წარწერა – IС ХС NI КА. როგორც ჩანს ეს უკანა მხარე ამავე ხატის თავდაპირველი ნაწილი არ გახლავთ, რადგანაც შრიფტები რომლებიც კრავს ორივე მხარეს ზოგ შემთხვევაში ამოვადნილია, როგორც ეს შესამჩნევია წარწერის ადგილებზე და ა.შ. სხვა საქმეა თავად ხატის შემადგენლობა, რომელიც როგორც ჩანს აშკარად თავდაპირველია. ასეთი დასკვნის საფუძველს იძლევა ხატის 2 სმ. სიფართის ყაიდები, რომელიც მორთულია ძვირფასი ქვებითა და მარგალიტებით, ყაიდა დაფარულია უთხელესი და ნატიფი მინანქარით (ფინიფიტით); შემდეგში ბორდიურზე მინანქრის ზოლებია, რომლებიც მრავალფეროვანი ემალის მოზაიკის ფონზე ქმნიან პატარა ჯვრებს;
ხატის შუაში წარმოდგენილია: ჯოჯოხეთიდან აღმოსვლა ანუ აღდგომა (Ανάσταση ჩვეულებრივი წარწერით); ქრისტეს ამოყავს ჯოჯოხეთიდან ადამი და ევა, გვერდებზე დავითი და სოლომონია გამოსახული აღმდგარნი საფლავიდან, და ხარება. აქვე ღვთისმშობელი ამდგარი ტახტიდან, რომელსაც მარცხენა ხელში უკავია საქსოვი ინსტრუმენტები, მარჯვენა ხელი მიდებული აქვს მკერდზე, გაკვირვებული სახით; მთავარანგელოზი კურთხევით მიემართება მისკენ და მარცხენა ხელში უკავია სასწორი. ხარების ორივე სცენას ერთმანეთთან ევასა და მარიამის პარალელიზმი აკავშირებს. ასე ვთქვათ ადგილობრივი ხატების ზემოთ განთავსებულია სამი ფირმიფიტა პეტრე და პავლე მოციქულები, მათ შუაში კი ყრმა იესო. ქვემოთ სამი გამოსახულებაა წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის, რომელიც განთავსებულია წმინდანების კოზმასა და დამიანეს შორის. ასე რომ ჩვენ აქ საქმე გვაქვს მინიატურასთან „პატარა“ ხატთან, ან თავისებურ პატარა იკონასტასთან.
მინანქრის ყველა ეს გამოსახულება – საუკეთესო დროის გახლავთ. არაუგვიანეს X საუკუნისაა, ნახატი თავის უბრალოებით, ტიპების სიწმინდით, რთული დეტალების არქონით, ერთი სიტყვით მისი სტილის სიფართით ყველაზე უფრო შეესაბამება X საუკუნის პირველ ნახევარს, რაც ყველაზე უფრო ვლინდება პეტრესა და პავლეს თავების გამოსახულებებში, რომლებიც სწორედ ასეთი უბრალო და ანტიკურია. უნდა აღვნიშნო, რომ კომზმა და დამიანე ორივე შავი თმებითა და მსუბუქი წვერითაა გამოსახული. დამიანეს ხელში უკავია სამედიცინო სანაყავი ქვით, რომელსაც ახურავს მინის თავსახური, პანტელეიმონს კი ლანცეტი და უჯრები. ამ მინაქრებზე ტანსაცმელი ორფეროვანია ჩვეულებრივი ცისფერი და ფირუზისფერი, ზოგ შემთვევაში ბროწეულისფერი ზოლებით. ევას აცვია ბროწეულისფერი ფილონი. შემდეგში ყურადღებას იქცევს ფერთა ტონების სიწმინდე, მკაფიოება, დეტალების დამაჯერებლობა, ფერთა ტონების საერთო სიღრმე და სიუხვე, მოკლედ რომ ვთქვათ – სრული ტექნიკური ზეიმია განსახილველი მინანქრებისა ლიმბურგის კიოტის მინანქრებთან.“
ნიკოდიმ კონდაკოვი „ბიზანტიური ემალის ძეგლები და ისტორია“ 1892 წელი.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა.