ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ საშემოდგომო სუპერტურნირი, აკი ბაშო მოგებით დაიწყო.
დასავლეთის მე-12 მაეგაშირა ტოჩინოშინი სასტარტო დღეს მე-11 მაეგაშირა კოტოეკოს შეხვდა და 29 წლის იაპონელს უვატედაშინაგეთი მოუგო.
ტურნირის მე-2 დღეს ტოჩინოშინის მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა ენდო იქნება.