ბიძინა ივანიშვილის კარნახით დაწერილ წერილს მთავრობის მეთაური დღის ბოლომდე რამდენჯერმე არედაქტირებს. პრემიერი საჯარო აღშფოთების შემდეგ იძულებულია ტერმინი მხუთავი აირი ცრემლსადენი გაზით შეცვალოს.
როგორც ჩანს, რამდენიმე საათიანი ფიქრის შემდეგ მთვრობის ადმინისტრაციაში მიიჩნიეს, რომ ზედმეტად ბრუტალურია თანამოქალაქეებს დაემუქრო ლეტალური, და თანაც იმ იარაღით, რომელიც 9 აპრილს საბჭოთა ჯარმა თბილისის ცენტრში გამოიყენა.
მაგრამ “ქართული ოცნების” ბოსების ეს მცდელობა კანონის ჩარჩოებში მოაქციონ მუქარა უკვე შეფასდა ირონიულ დაცინვად. პრემიერის, ანუ ბიძინა ივანიშვილის ღია წერილიდან დღეს ისედაც ყველამ დაინახა რა ძალადობაზეა წამსვლელი სააკაშვილის განადგურებისა და ხელისუფლების შენარჩუნების ჟინით შეპყრობილი ოლიგარქი.
ტვ მთავარი