მათი შეურაცხყოფა იყო ეს პირველ რიგში…- მარაზმი! – მანანა მანჯგალაძე

რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა მიერ გამართულ აქციას, ექს-პრეზიდენტის ყოფილი პრესსპიკერი, მანანა მანჯგალაძე ეხმაურება:

“აი, ხომ არიან ოცნების მხარდამჭერები, ვისაც მართლა არ უნდა სააკაშვილი, არ უნდოდათ თავიდანვე, არ ეთანხმებოდნენ, არ იზიარებდნენ, მერე გზადაგზა გახდნენ მისი მოწინააღდეგეები. აქვთ მიზეზი, აქვთ პრეტენზია. აი, იმათი შეურაცხყოფა იყო ეს აქციაა პირველ რიგში. ამათ გვერდით როგორ უნდა დადგნენ. მარაზმი”, – წერს მანჯგალაძე სოციალურ ქსელში.

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ქუთაისიდან მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო აქციისთვის ჩავიდნენ.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათი მიზანია ხმა მიაწვდინონ მიხეილ სააკაშვილს და გააგებინონ, რომ არჩევნები „ნაციონალური მოძრაობის“ მარცხით დასრულდება. მათივე თქმით, ისინი ქუთაისიდან საკუთარი ინიციატივით ჩამოვიდნენ.

საქართველოს ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტი უკვე 26-ე დღეა შიმშილობს.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share