ორი დღის წინ, საკუთარ “იუთუბარხზე” ჟურნალისტმა თომა ჩაგელიშვილმა მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელიც “ვარდების რევოლუციიდან“ ორ კვირაში ჩაწერა.
“მიხეილ სააკაშვილთან ეს ინტერვიუ 2003 წლის დეკებერში, “ვარდების რევოლუციიდან” ორ კვირაში ჩავწერე. მისი ნაწილი გამოვიყენე ფილმისათვის “ვარდების რევოლუცია“ ახლა სრულ ვერსიას ვთავაზობ მაყურებელს”, – წერს ჟურნალისტი.
ექსპრეზიდენტი ინტერვიუში ედუარდ შევარდნაძესთან არჩევნების შემდგომ შემდგარი შეხვედრის შესახებ ლაპარაკობს და ამბობს, რომ მას მაშინ მოქმედმა პრეზიდენტმა საქაღალდე ესროლა…
ჩავხედე თვალებში და ვითხარი, მე თქვენ გამარჯვებას არ მოგაპარინებთ. მე გავაკეთებ გაფიცვების ორგანიზაციას, გამგებლების არშეშვების და გამოყრის ორგანიზებას, ხალხს დავძრავთ რეგიონებიდან და ჩამოვიყვანთ თბილისში, გამოვიყვანთ ასობით ათას ადამიანს და თქვენ დაგამხობთ – მეთქი. სიტყვა-სიტყვით მას ეს ვუთხარი ჩვენი პირველი შეხვედრის დროს. ის ძალიან გაბრაზდა, საქაღალდე მესროლა პრაქტიკულად, რაღაც მომენტში. რაზეც ვუთხარი, თქვენ თუ არ შეგიძლიათ ნორმალურად ლაპარაკი, კარგად იყავით – მეთქი. ავდექი და შევაქციე ზურგი, წამოვედი. არც ჰქონდა იმ ეტაპზე მასთან ლაპარაკს აზრი…”