“შევარდნაძე ძალიან გაბრაზდა, საქაღალდე მესროლა” – რას ჰყვებოდა მიხეილ სააკაშვილი “ვარდების რევოლუციის” შემდეგ?

ორი დღის წინ, სა­კუ­თარ “იუ­თუ­ბარხზე” ჟურ­ნა­ლის­ტმა თომა ჩა­გე­ლიშ­ვილ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვიუ გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მე­ლიც “ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ი­დან“ ორ კვი­რა­ში ჩა­წე­რა.

“მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან ეს ინ­ტერ­ვიუ 2003 წლის დე­კე­ბერ­ში, “ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ი­დან” ორ კვი­რა­ში ჩავ­წე­რე. მისი ნა­წი­ლი გა­მო­ვი­ყე­ნე ფილ­მი­სათ­ვის “ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცია“ ახლა სრულ ვერ­სი­ას ვთა­ვა­ზობ მა­ყუ­რე­ბელს”, – წერს ჟურ­ნა­ლის­ტი.

ექ­სპრე­ზი­დენ­ტი ინ­ტერ­ვი­უ­ში ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს­თან არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგომ შემ­დგა­რი შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ ლა­პა­რა­კობს და ამ­ბობს, რომ მას მა­შინ მოქ­მედ­მა პრე­ზი­დენ­ტმა სა­ქა­ღალ­დე ეს­რო­ლა…

“შე­ვარ­დნა­ძემ მი­თხრა, – მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­თა­მა­შეა და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა “აღორ­ძი­ნე­ბა“ არ იყოს მე­ო­რე ად­გილ­ზე და მე­სა­მე ად­გი­ლი თქვენ­თვის საკ­მა­ოდ დიდი წარ­მა­ტე­ბა­აო. რა­ზეც მე ვუ­თხა­რი, ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, მე ჩა­ვა­ტა­რე 230-ზე მეტი შეხ­ვედ­რა სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს. თქვენ კი არ წა­მომ­დგარ­ხართ იმ სა­ვარ­ძლი­დან, სა­ი­და­ნაც ახლა გვე­ლა­პა­რა­კე­ბით – მეთ­ქი.

ჩავ­ხე­დე თვა­ლებ­ში და ვი­თხა­რი, მე თქვენ გა­მარ­ჯვე­ბას არ მო­გა­პა­რი­ნებთ. მე გა­ვა­კე­თებ გა­ფიც­ვე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, გამ­გებ­ლე­ბის არ­შეშ­ვე­ბის და გა­მოყ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბას, ხალ­ხს დავ­ძრავთ რე­გი­ო­ნე­ბი­დან და ჩა­მო­ვიყ­ვანთ თბი­ლის­ში, გა­მო­ვიყ­ვანთ ასო­ბით ათას ადა­მი­ანს და თქვენ და­გამ­ხობთ – მეთ­ქი. სი­ტყვა-სი­ტყვით მას ეს ვუ­თხა­რი ჩვე­ნი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რის დროს. ის ძა­ლი­ან გაბ­რაზ­და, სა­ქა­ღალ­დე მეს­რო­ლა პრაქ­ტი­კუ­ლად, რა­ღაც მო­მენ­ტში. რა­ზეც ვუ­თხა­რი, თქვენ თუ არ შე­გიძ­ლი­ათ ნორ­მა­ლუ­რად ლა­პა­რა­კი, კარ­გად იყა­ვით – მეთ­ქი. ავ­დე­ქი და შე­ვაქ­ციე ზურ­გი, წა­მო­ვე­დი. არც ჰქონ­და იმ ეტაპ­ზე მას­თან ლა­პა­რაკს აზრი…”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share