პანდემიასთან ერთად, მოსახლეობას სოციალურ კრიზისთან გამკლავება სულ უფრო უჭირს. ახალმა წელმა ბაზარზე ახალი ფასები დააწესა. შესაძლოა, მალე პური ისევ გაძვირდეს. გაზრდილი ენერგო ტარიფები და საერთაშორისო ბაზარზე გაძვირებული ხორბალი, მეწარმეებს მძიმე არჩევანის წინაშე აყენებს და კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში მოსახლეობას.
პირველადი მოხმარების პროდუქტზე ფასის ზრდა, არც თუ ისე შორეული პერსპექტივაა და ეკონომისტები აცხადებენ, რომ მძიმე ეკონომიკური კრიზისის პირობებში ეს გარდაუვალი იქნება.
თბილისთან ერთად, სავარაუდოდ პურის ფასი რეგიონებშიც მოიმატებს და იმის გათვალისწინებით, რომ აქ ხალხს გაცილებით მცირე შემოსავალი აქვს ეს კიდევ ერთი მძიმე დარტყმა იქნება, მოსახლეობის დაცარიელებულ ჯიბეზე.