უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით რუსეთის გარდაუვალ შეჭრაზე გავრცელებული ინფორმაცია, უკრაინის ეკონომიკას საფრთხეს უქმნის.
“ქვეყნების ლიდერებისგან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხვალ იქნება ომი. ეს პანიკაა- რამდენი დაუჯდება ეს ჩვენს ქვეყანას?” – განაცხადა ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე საუბრისას.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის შიგნით სიტუაციის დესტაბილიზაცია უკრაინისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა.