18 წლის წინ ამ დღეს, 2004 წლის 4 თებერვალს, სოციალური ქსელი “The Facebook “გაეშვა”. ქსელის ფუნქციონირება მარკ ცუკერბერგმა მეგობრებთან ერთად ჰარვარდის საერთო საცხოვრებლის ოთახიდან დაიწყო. ის თავდაპირველად საკომუნიკაციო პლატფორმა იყო, რომელიც მხოლოდ სტუდენტებისთვის იყო განკუთვნილი და მის ცენტრალურ ელემენტს “პირადი კედელი” წარმოადგენდა.
მოკლე დროში საიტზე 10 000 მომხმარებელი დარეგისტრირდა ამერიკის 30-ზე მეტი უნივერსიტეტიდან. მოგვიანებით სახელიდან “The” ქრება, ის ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ხდება და ქსელის პოპულარობა იზრდება ევროპიდან აზიამდე.
Facebook-ს ამჟამად 1,2 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და ის Instargam-ისა და WhatsApp-ის “მშობელი კომპანიაა”.
ცოტა ნის წინ კომპანია Facebook-მა სახელი შეიცვალა, ის Meta გახდა. ეს კომპანიის ახალ მიზანს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც უნდა შეიქმნას ერთგვარი ციფრული რეალობა, სადაც ადამიანები ერთმანეთს შეგრძნებების დონეზე დაუკავშირდებიან.