დღეს, გურიას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სტუმრობდა, რომელმაც მხარის სამივე მუნიციპალიტეტში, შეჭირვებული ოჯახები შეარჩია და პანდემიის დროს, მათი პატრონობა საკუთა თავზე აიღო:
_ გადავწყვიეთ, რომ სამ უაღრესად შეჭირვებულ ოჯახს – ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში, პანდემიის ჟამს, ჩვენ მივხედოთ. მათ უკვე მივუტანეთ ორი კვირის სამყოფი ნივთები და საკვები. გავიცანი ბრწყინვალე ადამიანები, განსაკუთრებით ბავშვები, რომელთაც ძალიან, ძალიან სწყურიათ სწავლა. ჰოდა, ამ გზაზე მოძრაობა ,,შენმოქმედი” შემოგვიერთდა კომპანია ,,სკაიტელთან” ერთად – პატარებს უკვე პერსონალური კომპიუტერები და 18 თვიანი ულიმიტო ინტერნეტი აქვთ. საახალწლოდ, მათ საკუთარ ბიბლიოთეკებსაც მოვუწყობთ, _ აღნიშნა გიორგი კეკელიძემ.
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის პატრონაჟის ქვეშ მყოფი ოჯახების თქმით, ამ ურთულეს დროს, ასეთი თანადგომა ბევრს რამეს ნიშნავს:
_ ჩემს შვილებს კომპიუტერის დანახვაზე ისეთი რეაქცია ჰქონდათ ვერ გადმოგცემთ. 5 შვილი მყავს და მათგან ერთს ჰქონდა ძველი ბუკი, რომელიც ინტერნეტშიც არ ირთვებოდა. დღეს იმხელა საჩუქარი მივიღეთ, სიტყვებით ვერ აღვწერთ. დღეიდან მეზობელთან გაკვეთილზე ჩასართავად წასვლა არ მოუწევთ. ახლა ჩემს შვილებსაც შეუძლია სახლიდან, საკუთარ კომპიუტერში ისწავლონ და ინტერნეტიც ჰქონდეთ, _ გვითხრა ერთ_ერთმა ოჯახმა.