“პანდემიის მიუხედავად, განათლების ხარისხის უზრუნველყოფა მოხერხდა”-განცხადა განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, მიხეილ ჩხენკელი განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე.
“განათლება და მეცნიერება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. ეს უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს და, ამავე დროს, გვაძლევს საშუალებას, მეტად გავაქტიურდეთ, ვიმუშაოთ სიახლეებზე და გავაუმჯობესოთ უკვე მიღწეული შედეგები.
მთელი მსოფლიოსთვის მიმდინარე წელი გამოწვევებით იყო აღსავსე. პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ერთობლივი ძალისხმევით, მოხერხდა განათლების უწყვეტობისა და ხარისხის უზრუნველყოფა…”