პუტინთან საუბარი დროის ფუჭად კარგვაა – ამის შესახებ იტალიის პრემიერმა, მარიო დრაგიმ იტალიურ მედიას განუცხადა. მისივე თქმით, პუტინს ომის გაგრძელება სურს და არ უნდა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა.
“სატელეფონო საუბრისას ვუთხარი, რომ მშვიდობაზე სასაუბროდ ვურეკავდი. მე მას ვკითხე: „როდის ხვდები ზელენსკის? მან მიპასუხა: “დრო არ არის მომწიფებული”. მე დაჟინებით ვეუბნებოდი, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება მიეღო და ისევ მპასუხობდა “არა: დრო არ არის მომწიფებული”… მერე ბუჩას საშინელება ვნახეთ. მე ვიწყებ ფიქრს, რომ ვინც ამბობენ, რომ მართლები არიან, უსარგებლოა მათთან საუბარი, უბრალოდ დროს კარგავ. მე ყოველთვის ვიცავდი მაკრონს და ვაგრძელებ იმის მტკიცებას, რომ როგორც ევროკავშირის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ის მართალია, ცდილობს დიალოგის ყველა შესაძლო გზას. მაგრამ მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ომის საშინელება, ხოცვა-ჟლეტა… ის, რაც მათ გაუკეთეს ბავშვებსა და ქალებს, სრულიად დამოუკიდებელია იმ სიტყვებისა და სატელეფონო ზარებისგან, რომლებიც კეთდება”,- თქვა იტალიის პრემიერმა.