ჯილდო სადიზმისთვის – სამხედრო მეთაურს, რომელმაც ბუჩაში სისხლიანი ხოცვა-ჟლეტა მოაწყო პოლკოვნიკის წოდება მიანიჭეს

რუსეთის შეიარაღებული ძალების 64-ე ცალკეული მოტორიზებული ქვეითი ბრიგადის მეთაურს, აზატბეკ ომურბეკოვს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ბუჩას მცხოვრებთა სასტიკ მკვლელობებში, პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა.

“სამი კვირის განმავლობაში პოლკოვნიკ ომურბეკოვის მეთაურობით, ბრიგადის ნაწილებმა ფრონტის ხაზზე მოიგერიეს 50-ზე მეტი მტრის შეტევა ტანკების, საბრძოლო მანქანებისა და მძიმე არტილერიის გამოყენებით”, – ამბობენ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში. ომურბეკოვი, რომელიც, სავარაუდოდ, 40 წლისაა, 2014 წელს რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ღირსების მედლით დააჯილდოვა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share