„უცხოეთში მოღვაწე ქართველ ექიმებს არაერთხელ ჰქონდათ საშუალება ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკურ ჯგუფში ჩართულობის და მათთვის კარი დღესაც ღიაა“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც იგი ამბობს, მნიშვნელოვანია ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება.
„ჩემს თანამემამულეებს, რომლებიც დღეს უცხოეთში ცხოვრობენ არაერთხელ ჰქონდათ საშუალება ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკურ ჯგუფში ჩართულობის. მათთვის კარი დღესაც ღიაა, ვინაიდან მნიშვნელოვანია არის ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება. ჯანდაცვის სამინისტრო მიესალმება თითოეული ჩვენი თანამემამულის ჩართულობას, რომელსაც გააჩნია უცხოეთის საუკეთესო პრაქტიკა”, – განაცხადა ტიკარაძემ.