6 წლის ილიამ, რომელმაც მარიუპოლში ოჯახი დაკარგა, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს წერილი მისწერა.
“ძვირფასო ბორის ჯონსონ, მინდა, რომ ომი დასრულდეს, რომ ადამიანები აღარ კვდებოდნენ. მინდა ფეხბურთის თამაში ჩემთან, მარიუპოლში. მინდა, რომ მსოფლიოში არც ერთ ბავშვს არ ჰქონდეს ომი. მოვიკითხავ ყველა ბავშვს დიდ ბრიტანეთში. მადლობას გიხდით, რომ გვეხმარებით. ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩემი კატა ფროსია ცოცხალია. გიგზავნით უკრაინის დროშას, რომელიც მე თვითონ დავხატე. ძლიერ გეხუტებით, ილია – 6 წლის”, – წერს ილია.
ილიას ოჯახი მარიუპოლზე ოკუპანტების მიერ მიტანილი იერიშის დროს გარდაიცვალა. მამა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, დედა ხიდის აფეთქების დროს დაიღუპა, ხოლო ბებია-ბაბუა დაცხრილეს.