“მადლობა ავთო თალაკვაძეს” – რატო უმალავს ოზურგეთის ხელისუფლება ხალხს სიმართლეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი 29 მილიონი ლარით გაიზარდა-დღეს ოზურგეთის მუნიციპალურმა საკრებულომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას უყარა კენჭი და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.

ცვლილებების შეტანის, ანუ ,მატების მიზეზი ძირითადად ევროკავშირის მიზნობრივი გრანტი გახდა-ევროპამ დაახლოებით 11 მილიონი ლარი ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად გადასცა.

უფრო კონკრეტულად ევროკავშირმა დახმარების პროგრამის ფარგლებში ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი თანხები გადასცა-მათ შორის ყველაზე მეტი ოზურგეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებს.

ეს საკითხი გასულ წელს გადაწყდა და მაშინვე გავრცელდა არაოფიციალური ინფორმაცია, რომ ოზურგეთისა და თიანეთის გამორჩევა იმიტომ მოხდა, რომ აქ მაშინ ხელისუფლების სათავეში დამოუკიდებელი მერები- შარაშენიძე და მეჭიაური იყვნენ.

ეს რომ სიმართლეს არ შეესაბამებოდეს, მაინც ეს საკითხი ახალი ხელისუფლების, (ბოლო ადგილობრივ არჩევნებამდე) – ავთო თალაკვაძის გუნდის ხელისუფლებაში მოსვლამდე გადაწყდა და ამ ფონზე გაუგებრად ჩანდა “ქართული ოცნების” წარმომადგენლების განცხადებები, რომლებიც “სიმაღლის და მიხედვით დაწყობილნი “მადლობას ავთანდილ თალაკვაძეს უხდიდნენ.

ამ მიმართულებით განსაკუთრებით ლავრენტი ბიგვავა და მარიკა ჩხიკვიშვილი გამოირჩეოდნენ.

მეტიც, ხელისუფლების წარმომადგენლები კუდაბზიკობენ ამ თანხხით განსახორციელებელი პროექტებით და მოსახლეობასთან სიტყვასაც არ ძრავენ, რომ ამ ყველაფრის გაკეთება ევროპელი ხალხის დახმარებით ხდება შესაძლებელი.

ხელისუფლება ამის მოხსენიებას არათუ თავიანთ განცხადებებში, არამედ ოფიციალურ დოკუმენტებშიც კი ერიდება.

ჩვენს კითხვებს, თუ რატომ არ არის ევროკავშირი არც ერთ დონეზე ნახსენები, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაღიზიანებები მოყვა, ვიცე მერმა, გიორგი ღურჯუმელიძემ დღის წესრიგი ხელიდან გამოგვლიჯა და თავგამოდებით დაიწყო ფურცვლა, თითქოს ჩვენ დაუნახავები ვიყავით და სპეციალურად არ ვნახულობდით ასეთ ჩანაწერებს, თუმცა დიდხნიანი “ფურცვლის” შემდეგ ევროკავშირი ვერც მან “აღმოაჩინა”.

მარიკა ჩხიკვიშვილი უფრო შორს წავიდა და ჩვენს კითხვაზე თუ რატომ არ მოიხსენიება ევროკავშირის დახმარება მან გვიპასუხა, რომ ჩვენ ბოროტები და ბოღმიანები ვართ და ოზურგეთის განვითარება არ გვინდა.

რატომ უმალავს ხალხს ხელისუფლება ევროკავშირის დახმარებას ეს მართლაც გაუგებარია.

ოზურგეთის მუნიციპალურმა საკრებულომ, მხოლოდ ის აღნიშნა, რომ  “საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 აპრილის #754 განკარგულებით საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული  განვითარების პროგრამის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 11 135 552 ლარი”.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share