ვინ დაამონტაჟა ,,მთავარი არხის” ნიუსრუმში მოსასმენი მოწყობილობა? ამ დროისთვის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამოკითხვა ჩატარდა და კაციტაძის უწყება დატოვა გადაცემა ,,პოსტ ფაქტუმის” პროდიუსერმა, ეკა სარიამ, ასევე, ,,მთავარი არხის” დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გაბუნიამ.
გიორგი გაბუნია აცხადებს, რომ ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს.
”იმის იმედი არ მაქვს, რომ გამოძიების მიზანი ობიექტური ჭეშმარიტრების დადგენაა. გამოძიებები ჩვენს ქვეყანაში იმისთვის ტარდება, რომ ხელისუფლებას რაც სჭირდება, იმ შედეგამდე მივიდნენ და ეს დაეხმაროს მას სხვადასხვა პროცესებში, რაც მას დაგეგმილი აქვს.” – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
დაკითხავენ თუ არა უკანონო მოსმენების საქმეზე მომღერალ ,,უცნობსა” და უშიშროების შეფს, გრიგოლ ლულუაშვილს, ,,ტვ პირველის”კითხვამ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, კოკა კაციტაძის, გაღიზიანება გამოიწვია.
გამოძიება სიმბოლურად არ დაგვიწყია, ,,სიმბოლურად”- ეს თქვენი შეფასებაა, თქვენი დამოკიდებულება ჩანს ამით.
,,უცნობის” დაბარება, გამოკითხვა მოხდება, კი. დღეს გაეგზავნება მოთხოვნა– განაცხადა კოკა კაციტაძემ.