“უსამშობლო ივანიშვილი პუტინის რეჟიმს უმტკიცებს ერთგულებას… ივანიშვილის მმართველობა და დასავლეთისკენ სწრაფვა სრულიად შეუძლებელია. ივანიშვილი საქართველოს უკეტავს ევროპის კარს” – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს. ამ განცხადებით ის “ოცნებიდან” ე.წ. განდგომილების ოთხეულის წერილს ეხმაურება.
“დღეს უსამშობლო, კოლაბორაციონისტების პარტიამ – რუსულმა ოცნებამ განცხადება გამოაქვეყნა და რუსი ოლიგარქის მიზნები გაახმოვანა. ეს წერილი წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის შეუნიღბავ ანტიამერიკულ, ანტიდასავლურ და საქართველოს ეროვნული ინტერესების ღიად ღალატის მანიფესტს…
უსამშობლო, რუსი ოლიგარქი და მისი პარტია რუსული ოცნება, ამ ბოდვით ცდილობს ორი კურდღლის დაჭერას:
ერთი მხრივ, საკუთარ რადიკალურ ელექტორატში თავს იწონებს, თურმე როგორ ებრძოდა ამერიკის შეერთებული შტატები ბიძინა ივანიშვილს და ძვრაც ვერ უყო. ანუ ცდილობენ საკუთარი უძლეველობის მითის განმტკიცებას საზოგადოებაში.
მეორე მხრივ, კი სტრატეგიულ პარტნიორთან შედიან იმგვარ დაპირისპირების სპირალში, რაც მათი ღრმა რწმენით, ჩვენს მეგობრებს ხელს ააღებინებს საქართველოს მხარდაჭერაზე და გადავიქცევით რუსეთის ჩამორჩენილ გუბერნიად”, – ამბობს მელია.