მოძრაობა “თავისუფლებისთვის” წევრი ირმა გორდელაძე სოციალურ ქსელში წერს:
”რა საშიში და სავალალო მდგომარეობა და მოცემულობა გვაქვს ქვეყანაში.
ყოფილი მოსწავლე მიყვება-თბილისში ვმუშაობდი ჩემი სპეციალობით, ხელფასით ბინასაც ვქირაობდი და თავსაც ვირჩენდი. ახლა ისე გაძვირდა ბინის ქირა…აზრი ეკარგება ჩემს ნაშრომს, ვეღარ ვიარსებებ და საბუთებს ვამზადებ გერმანიაში წასასვლელად.
მეორე ახლობელი შემხვდა ქუჩაში, მოვიკითხე მისი შვილები. ოიი, ერთი ცოლ- შვილით პოლონეთში წავიდა და მეორე შვილიც მიჰყავსო.
მესამე, მეოთხე, მეასე…ევროპაში, ამერიკაში და ყველა ემიგრაციაში.
იცლება ქვეყანა, გადის გენოფონდი,გაედინება ახალგაზრდები: ლაღები, ღირსეულნი, განათლებულნი. მიდიან მარტო კი არა, ოჯახებით…ვის რჩება ჩვენი წილხვედრი, ვინ ვრჩებით?
დარჩენილნი სანამდე გავუძლებთ სიდუხჭირეს, ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისს?
დაიცლება საქართველო! რამე უნდა ვიღონოთ.” – წერს გორდელაძე.