ასკანის ციხესიმაგრე

ნახატი დიუბუა დე მონპერეს ატლასიდან 1830 -1834 (Frédéric Dubois de Montpéreux – Voyage autour du Caucase, chez les Tcherkesses et les Abkhases, en Colchide, en Géorgie, en Arménie et en Crimée – Atlas) წარწერა ნახატზე – “გურიის სახელმწიფო საპყრობილე”; გრავიურა შესრულებულია 1843 წელს პარიზში, გავიორ ნიკოლე ერკიულის მიერ.
.
დიუბუას მიხედვით ასკანის ციხე იყო საპყრობილე, ხოლო ქველი ჩხატარაიშვილის მიხედვით ასკანის ციხეში ინახებოდა გურიელების ხაზინა.
.
“მაშინ ქაიხოსრომ გადაწყვიტა მოულოდნელი თავდასხმით დაუფლებოდა ასკანას. ერთხელ განთიადზე, კლდეში ამოჭრილი საფეხურებით რამდენიმე ათეულ მამაც გურულთან ერთად იგი ასკანას დაეცა, სწრაფადვე ავიდნენ ციხის კედელებზე. განუწყვეტლივი ორმხრივი ცეცხლი მზის ჩასვლამდე არ შეწყვეტილა, მაგრამ საღამოს სრული სიჩუმე ჩამოვარდა, ციხესიმაგრეში უკვე აღარავინ იყო ცოცხალი. ასკანის ციხე მთლიანად დენთის კვამლში იყო გახვეული, ცოტა ხანში კვამლი გაიფანტა და მაღალ კლდეებზე აღმართული ასკანის ციხე ცის კაბადონზე ჩამავალი მზის სხივებში ისე გაბრწყინდა თითქოს ცოდვილი დედამიწიდან ცეცხლის ტალღებით მიდოდა: ის დაეცა, დაეცა თავისივე მსგავათა შორის ისე, როგორც გასისხლიანებული ყაჩაღი მშფოთვარე და გაუბედურებული ცხოვრების სცენაზე.” ასე აღწერს ვასილი პოტო ქაიხოსრო გურიელის მიერ ასკანის ციხის აღებას, რომელსაც მანამდე ურჩი ასათიანები იყვნენ დაუფლებულნი.
შეიძლება იყოს შავ-თეთრი გამოსახულება შენობის გარეთ
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share