გიორგი გაბუნიამ დღეს გადაცემა “პოსტ ფაქტუმი” დედის, ჯულიეტა ვაშაყმაძის გახსენებით დაიწყო და ფენომენალურ ტელეწამყვანზე ისაუბრა: “ყვავილები უყვარდა დედას, არა რაიმე განსაკუთრებული და გამორჩული, ჩვეულებრივი ყვავილები. ჩვენი სახლის აივანზე ყოველთვის ყვაოდა თეთრი ვარდები. ძალიან ადრე იღვიძებდა, ვარჯიშობდა, საუზმეს გვიმზადებდა. გამორჩულად ენერგიული, პრინციპული და მებრძოლი იყო. ის ცხოვრობდა ისე, როგორც საბჭოთა კავშირში არ ცხოვრობდნენ და აზროვნებდა ისე, როგორც საბჭოთა კავშირში არ აზროვნებდნენ. ინდივიდუალიზმი, დამოუკიდებლობა და შინაგანი თავისუფლება-ამით ის დროსაც კი უსწრებდა. დღესაც კი უჭირთ ჟურნალისტებს კამერების წინ ისე მუშაობა, როგორ თავისუფლადაც ის წლების წინ აკეთებდა. მას არ ეშინოდა ეკრანის. საკუთარი ვიზუალური სტილიც თვითონ შექმნა. მარტივი, მაგრამ დასამახსოვრებელი. ის თვითონ იკერავდა კაბებს, იჭრიდა თმებს, იკეთებდა მაკიაჟს. უამრავი სამუშაო ჰქონდათ, გიგანტ ადამიანებთან შეხვედრები და ურთიერთიობა, მაივც ყველაფერს ასწრებდნენ და თან სამ შვილთან ერთად. ჩვენ აღზრდაზე მხოლოდ დედ-მამა ზრუნავდა”-ასე იხსენებს გიორგი გაბუნია დედას.