ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს, რომ პრეზიდენტის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ შეუძლია სააკაშვილი უკვე სხვა საქმეზე დააპატიმროს.
„რამდენადაც ვიცი, ზურაბიშვილის მხრიდან სააკაშვილის შეწყალების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ოცნებას შეუძლია ისევ დააპატიმროს სააკაშვილს იმ საქმეზე, რაზეც ამჟამად სასჯელი მისჯილი არ აქვს, მაგ. საზღვრის უკანონო გადალახვა.
ასე, რომ შეწყალებას სწორი დროის შერჩევა სჭირდება. სხვა შემთხვევაში, შეწყალება პოლიტიკური პოზიცია უფრო იქნება, ვიდრე მოცემულობის შეცვლა (თუ სააკაშვილს შეწყალებისთანავე არ გაიყვანენ საზღვრებს მიღმა ისე სწრაფად, სანამ ხელისუფლება მას კვლავ დააკავებს)“, – წერს გამზარდია.