ბრიტანეთმა დახურა ყველა სატრანსპორტო დერეფანი, ავსტრალია სავარაუდოდ არ გახსნის საზღვრებს წლის ბოლომდე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით ქვეყნებს შორის ვაქცინების განაწილების გამო მსოფლიო “მორალურ კატასტროფასთან” ახლოს არის. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, დღეს მსოფლიოში 42,7 მილიონი ადამიანია კორონავირუსით: პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირდა 95 მილიონზე მეტი შემთხვევა, 52,3 მილიონი ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, მთელი ამ დროის განმავლობაში კორონავირუსის გამო გარდაცვლილთა რიცხვმა 2,03 მილიონი შეადგინა.
წყარო: https://www.bbc.com/