რა უჯდება საქართველოს რუსული ზეთი – მთავარი იმპორტიორი საბაჟო გადასახადს ისევ აწესებს

დავინტერესდით, რა უჯდებოდა საქართველოს რუსეთიდან ზეთის იმპორტი ნულოვანი საბაჟო გადასახადის ამოქმედებამდე და მას შემდეგ.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში ქვეყანამ 1 762 ტონა (2,373 მლნ აშშ დოლარი) რუსული ზეთი შეიძინა, რაც მთლიან იმპორტში 90%-ს შეადგენს. წელს საქართველომ ჯამში 1,961 ტონა (2,688 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტი შეიძინა.

გამოდის, რომ მიმდინარე წლის პირველ თვეში, საქართველოს 1 ლიტრი რუსული ზეთი 1,35 აშშ დოლარი დაუჯდა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ზეთზე საბაჟო გადასახადი გასული წლის ოქტომბრიდან გაანულა, სწორედ აღნიშნული თვიდან დეკემბრის ჩათვლით, საქართველომ 11,955 ტონა (17,904 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტი შეიძინა, შესაბამისად, 1 ლიტრის ღირებულება საშუალოდ 1,50 აშშ დოლარს შეადგენდა.

რაც შეეხება გასული წლის სექტემბრის მაჩვენებელს (სანამ ნულოვანი ბაჟი ამოქმედდებოდა) ქვეყანამ 2,244 ტონა (3,815 მლნ აშშ დოლარი) რუსული პროდუქტის იმპორტი განახორციელა. მაშინდელი ღირებულებით, 1 ლიტრის ფასი, საშუალოდ 1,70 აშშ დოლარი იყო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share