აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოში არის კორუფციული სასამართლო.
მისი თქმით, მოსამართლეების დასანქცირება ნათელი დადასტურებაა, რომ ყველა პოლიტიკური პატიმარი სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს.
ეს არის ნათელი დადასტურება, რომ საქართველოში არის კლანური, კორუფციული სასამართლო და ყველა პოლიტიკური პატიმარი, რომელიც დღეს სასჯელს იხდის აი, ამ კორუფციული, პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლოს მიერ მისჯილი გადაწყვეტილებებით, სასწრაფოდ უნდა იყვნენ გათავისუფლებულები.
მინდა მივმართო მაღალი თანამდებობის პირებს, ყველას მოგეთხოვებათ პასუხი და ეს გზავნილი არის თქვენთვის და შემდეგი რიგში ხართ თქვენ!
ეს ნაბიჯი ჩვენი პარტნიორებისგან არის ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერა. მხარდაჭერა იმ გზის, რომელსაც ჩვენ ახალა გავდივართ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და ვიბრძვით თავისუფლებისთვის, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ეს კონკრეტული გზავნილი დიახ, არის არის ქართველი ხალხის მონაპოვარი. ქართველი ახალგაზრდების მონაპოვარი, რომლებმაც 7-9 მარტს დაიცვეს საქართველოს კონსტიტუცია“, – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.