“დავდივარ სასამართლოს დარბაზებში…რომ პურის ფული ვიშოვო…რა ბიზნესებზე მელაპარაკებით”-ვალერი გელბახიანი

ადვოკატი ვალერი გელბახიანი „ქრონიკასთან“ გამოეხმაურა ongo.ge-ს სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ ელისო კილაძეს, ვალერი გელბახიანისა და კომპანია „სვეტის“ დამფუძნებელ გივი ჯიბლაძეს ქოლცენტრი აქვთ, სადაც სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.

„დავდივარ სასამართლოს დარბაზებში, რომ პურის ფული ვიშოვო და რა ბიზნესებზე და კონცერტებზე მელაპარაკებით. მართლა, ენას ძვალი არ აქვს“, – აცხადებს გელბახიანი.

ქოლცენტრებთან დაკავშირებული ახალი სკანდალი – აღმოჩენილი და დალუქულია კილაძე-გელბახიანი-ჯიბლაძის ქოლცენტრი!, – ამ სათაურით სტატიას ONGO.GE ავრცელებს. ONGO.GE-ს თანახმად, კეზერაშვილის დავალებით, სამართალდამცველებს შეატყობინეს, რომ ელისო კილაძის, ვალერი გელბახიანის და კომპანია „სვეტის“ დამფუძნებლის, გივი ჯიბლაძის ქოლცენტრი, საბურთალოზე ფანჯიკიძის (ყოფილი ბუდაპეშტის) პირველ ნომერში, ცხრასართულიან ბიზნესს ცენტრში ფუნქციონირებდა. მათივე ცნობით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share