ფეისბუქ-მომხმარებელი ნინია ბარამიძე ჯგუფში This is ლანჩხუთი ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჯუნმერეში ახალი სტადიონის შესახებ წერს და ფოტოებსაც აქვეყნებს:
”მადლობა მუნიციპალიტეტის მერიას, და მადლობა ცენტრალურ ხელისუფლებას ასეთი კარგი სტადიონისთვის.
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” რომ ასეთი იდიოტური პროექტები კეთდება რაზე ვისაუბრო მეტი.
ან ბუნებრივი საფარი ან ხელოვნური საფარი რა გაუხდა მუნიციპალიტეტს? …
სოფელ ჯუნმერეს ბავშვები, ბავშვები არ არიან?
სირცხვილია და მეტი არაფერი!!!” – წერს ნინია ბარამიძე.
პოსტს აქტიურად ეხმაურებიან კომენტარებში და არაერთი კრიტიკული კომენტარიც გვხვდება:
”უკვე ძალიან დამღლელია რა ეს თვალის ასახვევად გაკეთებული ვითომ საქმეები. აღარ ყოფნით არაფერი…
ვის ფულებს ითვისებენ, საერთოდ რაზე ფიქრობენ,საიდან რა მოტეხონ აღარ იციან…
ნეტა ვინმეს გონია შერჩებათ?
რატომ არ უყვართ საკუთარი სოფელი,საკუთარი ხალხი…
ვის პარავთ ისევე თქვენი შვილების მომავალს პარავთ…
თითოეული თეთრი, ხალხის ფულიდან მოპარული თქვენი შვილების გზაზე დატოვებული ნაღმია.
თუ მოგეცათ იმის შესალებლობა, რომ იყოთ ხალხის სამსახურში,ეს ბედნიერებაა და ცუდად ნუ გამოიყენებთ ნდობას.”
”პატარაა მარა ხასიათები ქონია კაი”
”მშვენიერი სტადიონია მეკარეს საქმე არ ექნება არაფერი”
”მთავარია შემოღობეს.ბახმაროში ისვენებენ,მერე რომ ჩამოვლენ გააგრძელებენ.მთავარი გაკეთებული აქვთ,ყველას ბინები აქვს ნაყიდი თბილისში და ბათუმში,მათთვის,ცხოვრება მშვენიერია”.
”სად არის ქალაქის მერი?! გაბღენძილი რომ დადის და ხსნის პროექტებს?! ეს გახსნას ერთი და გადაიღოს ლაივი… ფუ თქვენი დედა ვატირე რა”
”თქვენ სტადიონს უწუნებთ, მაინც კარგია სტადიონამდე, რომ მისულან. ზემო ჩიბათში საერთოდ ვერ მიხვალთ. გზა წაღებულია. სამაგიეროდ არჩევნების წინ აფხაკურდებიან მოიტანენ ხრეშს დაყრიან და რამდენიმე დღეში წვიმა წაიღებს და ა.შ”
”თხაი არი კმაყოფილი ზურგის საფხანი კომფორტული გაუკეთეს” – წერენ პოსტის კომენტარებში.