ჩოხატაურში, სოფელ ხიდისთავში, ნოდარ დუმბაძის სახელობის საფეხბურთო ტურნირის ფინალი გაიმართა.
მუნიციპალური ტურნირი უკვე მეორე წელია ტარდება. მასში, დაბა ჩოხატაურთან ერთად, მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის გუნდი მონაწილეობდა.
ფინალში ერთმანეთს ხიდისთავისა და დაბის გუნდები დაუპირისპირდნენ. გამარჯვება ჩოხატაურის გუნდმა მოიპოვა, რომელსაც თასი მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ გადასცა.
ტურნირს ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.