კოლიუბაკინი თავი თზულებაში წერს, რომ 1877-78 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დაწყებამდე იგი სტუმრად იყო ალი ფაშა თავდგირიძესთან ქობულეთში, რა დროსაც საუბრობს ორივე მხარის შეირაღებაში არსებულ შაშხანებზე: „ჩვენ მოგვიტანეს სნაიდერის შაშხანა, რომლითაც შეიარაღებულნი იყვნენ ქობულეთელი ბაშიბუზუკები (ასევე მათ ჰქონდათ მარტინ-პიბოდის შაშხანებიც, რომლებიც ჩვენ არ გვაჩვენეს), შაშხანა იყო დაზეთილი, კარგი მოვლილი და გამართული. მე გამოვართვი პლასტუნს ბერდანკა და შევაქე ჩვენი იარაღი.“
.
გარდა იარაღისა ეს შეხვედრა იმითაცაა საინტერესო, რომ ალი ფაშას რუსებთან კავშირი შემდეგში ომის დამთავრების შემდეგ თავად ალი ფაშას კავკასიის მთავრმართებელისადმი მიწერილი წერილითაც დადასტურდა, რა დროსაც იგი საჩივრით მიმართავდა მთავარმმართებელს ჩემთვის რუსების ქობულეთში შემოშვებისათვის ქრთამად მოსაცემი ფული იასე და გრიგოლ გურიელებმა მიითვისესო ზ. ჭიჭინაძე ამ ამბავს ასე აღწერს – ალი ფაშამ „დასწერა წერილი და მაშინდელს რუსის მთავარ მართებლის თანაშემწეს გამოუგზავნა და თან სთხოვდა, რომ მე პირობა შევასრულე, თქვენს ჯარს გზა და ძალა მივეცი და თქვენ დანაპირებს რატომ არ მაძლევთო. მე შევიტყე, რომ ჩემი 100 ათასი მანათი, რომელიც მე უნდა თქვენის მთავრობისაგან მიმეღო, იგი მიუღიათ გრიგოლ და იესე გურიელებსა და დაუსაკუთრებიათო. ვითხოვ მის დაბრუნებასაო“. წერილი მთავარმმართებელს გრიგოლ გურიელისათვის გაუგზავნია, რომელსაც ჭიჭნაძისათვის ეჩვენებინა – „ეს წერილი მე თვით ვნახე გრიგოლ გურიელის სახლში 1890 წ.“
.
რაც შეეცება შეირაღებას კოლიუბაკინი წერს, რომ ამერიკული სიტემის „ბერდანის“ შაშხანები რუსების ჯარში მხოლოდ პლასტუნებს ჰქონდათ, სხვები კი ძველი ნემსიანი „კარლეს“ სიტემის შაშხანებით იყვნენ (ბრიტანელი – იოჰან კარლე) შეიაღებულნი. სწორედ კარლეს სისტემის შაშხანებით იყო შეიარაღებული გურული მილიციელების ნაწილი, დანარჩნებს კი უფრო ძველი კაჟიანი თოფები ჰქონდათ, რაც ჩანს იმდროინდელი ფოტოებიდან. კარლეს შაშხნა დიდი სიზუსტით არ გამოირჩეოდა და რამდენიმე წლიანი დამუშავების შემდეგ რუსებმა მიაღწიეს იმას, რომ 300 ნაბიჯზე მიზანში ზუსტი მოხვედრა შესაძლებელი გახდა 60%-ით. რაც შეეხება ქობულეთელ ბაში-ბუზუკებს მათ შეირაღებაში იყო ინგლისური „სნაიდერ-ენფილდისა“ და ამერიკული „პიბოდი-მარტინის“ შაშხანები, რომლებიც თავისი მონაცემებით ბევრად სჯობდნენ „კარლეს“ შაშხანასა არფერი, რომ არ ვთქვათ კაჟიან თოფებზე.
.
კარლეს ნემსიანი შაშხანა ხიშტთან ერთად იწონიდა 4,9 კგ-ს, სიგრძე ხიშთან ერთად 1845 კგ. კალიბრი 15,24 მმ. ტყვიის წონა 34,64 გრ. ტყვიის სასტარტო სისწრაფე 305 მ/წ.
.
თურქულ არმიის სნაიდერ-ენფილდის სიტემის (ბრიტანეთი) შაშხანა: კალიბრი 14,7 მმ; ხიშტ-იატაგანთან ერთად იწონიდა 4,9 კგ-ს, სამიზნე დაყენებული იყო 1300 ნაბიჯზე (1000 იარდი), შაშხანის ვაზნა იწონიდა 47,2 გრამს, ტყვიის სისწრაფე 360 მ/წ.
.
პიბოდი-მარტინის სისტემის (ამერიკული) შაშხანა: კალიბრი 11.43 მმ. წონა ხიშტთან ერთად 4.8 კგ. ტყვიის სასტარტო სისწრაფე 415 მ/წ, სამიზნე 1830 ნაბიჯი (1500 იარდი), ტყვია იწონიდა 50.5 გრამს; ეს შაშხანა თავისი მაჩვენებლებით ძალიან ახლოს იყო ბერდანის სისტემის (ამერიკული) შაშხანასთან, რომელიც ერთერთი საუკეთესო გახლდათ იმ დროისათვის;
.
– Колюбакин, Борис Михайлович Воспоминания офицера Кобулетского отряда в кампанию 1877-78 гг (1897))
– ზაქარია ჭიჭინაძე – ალი ფაშა თავდგირიძე 1896
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა