ლიხაურის ეკლესია
.
„თავის ნაშრომში „ქართული სიძველეები“ აკადემიკოსი კონდაკოვი ამბობს: „შიგნიდან (ე.ი. ეკლესიაში) არის ეკლესიის აღმშენებლის გურიელისა და მისი მეუღლის ელენეს ფრესკა 1422 წ…“. ეს ფრესკა მე ვეღარ ვიპოვე – ის ალბათ ჩამოინგრა და ახლა მის ადგილას ხის ხარაჩოები დგას, რომელსაც ისედაც პატარა დარბაზის თითქმის ნახევარი უკავია; მაგრამ მოვახერხე ჩამოკიდებული დაობებული ბათქაშის მოხსნა, და მის ქვეშ აღმოვაჩინე ოთხი ადმიანის ძალიან საინტერესო ფრესკა, შავი თავებით, ძალიან ორიგინალური კოსტიუმებით და ლოცვით პოზებით, რომლებიც ქრისტეს კურთხევას ღებულობენ – თავს უფლებას ვაძლევ ვივარაუდო, რომ ესენი არიან ლიხაურის ტაძრისა და სამრეკლოს აღმშენებლები: კახაბერი მის მეუღლე ანასთან ერთად (რომელიც მოხსენიებულია ღვთისმშობლის ვერცხლის ჭედურიი ხატის წარწერაში) და მეფე ირაკლი ელენა გურიელთან ერთად. ფრესკაზე წარწერა მთლიანად გაქრალია.“ (ალექსანდრე ეისნერი).
.
Искуство и художественная промышленность Ежемѣсячное Иллюстрированное Изданіе (№ 7; 01.04.1901) А. П. Эйсснер – Храмы Гуріи (Западное Закавказье, Озуртетскій уѣздъ), ихъ современное состояніе и уцѣлѣвшія фрески
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა