ბათუმში ე.წ. ჭაჭის კოშკს ანგრევენ – დემონტაჟი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ამის ამსახველ ფოტოებს კი ადგილობრივი გამოცემა AJARATIMES.GE ავრცელებს.
ცნობილია, რომ ბათუმის საკრებულომ დაამტკიცა შპს “რივიერას” მიერ წარდგენილი პროექტი, რომელიც ე.წ. ჭაჭის კოშკის დანგრევას და მის ადგილას სკვერის მოწყობას ითვალისწინებდა.
საკრებულოს 2024 წლის 9 აგვისტოს დადგენილების მიხედვით, სკვერის კონცეფცია მოიცავს ე.წ. “ბურუნ-თაბიეს” ტერიტორიას, რომელიც ერთი მხრიდან ნავსადგომსა და გოგებაშვილის ქუჩას შორის, მეორე მხრიდან კი ბულვარსა და ე.წ. “ჭაჭის კოშკის” სკვერს შორისაა მოქცეული.
დადგენილების მიხედვით, „დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმა ითვალისწინებს ამორტიზებული და უსახური ჭაჭის შადრევნებიანი კოშკის დემონტაჟს.“
შეგახსენებთ, რომ “ჭაჭის თაუერის” 2012 წელს აშენდა და მშენებლობაში ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან თავის დროზე 810 055 ლარი დაიხარჯა.
ფოტო: აჭარა თაიმს