კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერი ირაკლი კუპრაძე “ტვ პირველის“ ეთერში პრეზიდენტის გზავნილები შეაფასა და განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში, მან პოზიტიური როლი შეასრულა ევროინტეგრაციის პროცესში.
კუპრაძის თქმით, ზურაბიშვილმა სწორად აღნიშნა, როცა თქვა “რომ “ოცნება“ დგას შიშზე, შიშით თამაშობს“.
”სალომე ზურაბიშვილს აქვს რესური, რომ პოლიტიკისგან დაშორებული მოქალაქეები, რომლებიც საკუთარ მოსაზრებებთან ახლოს მდგომ პოლიტიკურ პლატფორმას ეძებენ, ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში და ცვლილების იმედი დაუბრუნოს. პრეზიდენტის ინსტიტუტი ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუციაა, რომელსაც შეუძლია კრიტიკული მოსაზრებები თქვას და ამ ყველაფერს აქვს შესაბამისი ინსტიტუციონალური ფასი და ღირებულება.
ზურაბიშვილმა სწორად აღნიშნა, რომ “ოცნება“ დგას შიშზე, შიშით თამაშობს, ის არ არის დაინტერესებული საარჩევნო პროგრამით, პრობლემები არ აინტერესებს, მას აინტერესებს გამოგონილი ომის პრობლემები, გლობალური ომის პარტია. ამ დროს სიღარიბე, ბავშვთა შიმშილი, ემიგრაცია, ქვეყნიდან წარმატებული ადამიანების წასვლა მთავრი პრობლემაა. ქვეყანა განვითარების შესაძლებლობას კლავს“, – განაცხადა კუპრაძემ.